„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმის ფაქტს ეხმაურება.
“ნაციონალური მოძრაობის” სახემ დავით კირთაძემ მორიგი დავალება შეასრულა და გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ნიშნად უპატივცემულობისა და პროტესტისა რომელსაც ოპოზიცია ცესკოს უცხადებს.
ეს სანახაობაზე გათვლილი ქცევა გასაგებია, მით უფრო მაშინ როცა ხალხში საპროტესტო მუხტი გჭირდება, აპელირებ გაყალბებაზე რომელსაც ვერ ადასტურებ და ისღა გრჩება “გულადის” როლი მოირგო და დავალება 5-იანზე შეასრულო.
ხოდა მანაც დავალება 5-იანზე შეასრულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხალხში კიდევ ერთხელ გააკეთა ხაზგასმა იმაზე, რომ ის სხვა პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად სიტყვითა თუ საქმით არის “ომის პარტიის” სახე და ყველა დაკვეთას სინდისის ქენჯნის გარეშე როგორც არაკაცი უპრობლემოდ ასრულებს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.