გიორგი გამსახურდია სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, მისთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ცესკოში მოხდა.

„არ დავიწყებ სიტყვების რახარუხს, ისედაც ძალიან ბევრი ითქვა და მეც მხოლოდ შევუერთდები იმ ჯანსაღ კრიტიკას, რაც გიორგი კალანდარიშვილზე მომხდარ უზნეო ფაქტს მოყვა. ვეთანხმები ლევანს, ზუსტად თქვა ყველა ნორმალური ადამიანის სათქმელი,თავისთავად მისდამი მინიჭებული მანდატიდან გამომდინარე.

ეს არის ჩვენი ღრმა მწუხარების მიუხედავად, ჩვენი ე.წ ოპოზიციის ენა და სახე. მართლაც შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში! კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა აგიტანოთ, ესე მუშაობს დემოკრატია,“- წერს გიორგი გამსახურდია.