“დღეს საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს დუმილით და კონფორმიზმით!”- აღნიშნული სტატუსი “ფეისბუკის” გვერდზე საქართველო – უკრაინის მატჩის დაწყებამდე, მირანდა ჯობავამ დაწერა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით, მეუღლესთან, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრ ვიტალი გუგუჩიასთან ერთად, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს დაუპირისპირდა.
“დამარცხდებიან, რადგან ვერ იგრძნობენ მხურვალე მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას…
სამწუხაროდ, მოლოდინი მხოლოდ ეს მაქვს…
და სამუდამოდ მკიდია ფეხბურთი, რადგან სულ მემახსოვრება რა პოზიცია ჰქონდათ ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში!!!
წყეულიმც იყოს ასეთი ნათამაშევი და თუნდაც მოგებული ბურთი!!!” – წერს მირანდა ჯობავა.