ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და აცხადებს, რომ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი გამოძიება.
„ძალადობა არის ადამიანის წინაშე ჩადენილი დანაშაული, თუმცა მისი შინაარსი და მასშტაბი უფრო დიდია. ისინი ცდილობენ სახელმწიფოს დემორალიზებას და ახორციელებენ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე თავდასხმებს.
აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველნი გავხდით ყველანი, მთელი საზოგადოება, მაგრამ უცხოეთიდან არცერთი შეშფოთებული განცხადება არ მოუსმენია არავის.
ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია მისი ჩამდენი, წამქეზებელიც და დამდგმელი რეჟისორიც. უმთავრესია ხელისუფლების სწორი ქმედება, სამართლებრივი შეფასება. დანაშაულს სჭირდება შესაბამისი გამოძიება,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.