“ლუსული” ნომრიანი მანქანითო  ისეირნაო ზარქუამო, “ფორმულამ”, კოლექტიურმა ნაც-სექტამ  დადეს ჩემზე მოგონილი თემა და მთავარი არხი და ტვ- პირველი რატომ ჩამორჩით თუ აწი დადებთ ?! – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, სოციალურ ქსელში.

“უხ თქვე მანქურთებო თქვენა.                                        მაინც ჩემი მეგობრებისთვის დავწერ რა და როგორ არის:                                                      ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ბათუმში ჩავედით მეგობრები.. დილის საუზმის შემდეგ, ჩვენთან მყოფი ოჯახის ნათესავი, (რომელიც  ერთი კვირაა, რაც საქართველოში ჩამოვიდა რუსეთიდან და ცდილობს მთელმა ოჯახმა დაიბრუნონ საქართველოს მოქალაქეობაა და ასეთ ამბებში არიან) გამოვაცილე კაფედან მანქანამდე და ატყდა ერთი ამბავი..

რუსულ ნომრებზე მყოფი მერსედესით ზარქუა ბათუმში დასეირნობსო.

ჯერ ერთი: პირადი მანქანით ვარ ბათუმში და არაერთ  ადგილობრივს ველაპარაკე და შევხვდი ამ დღეებში და უფრო მეტიც, სწორედ ჩემი ეს მანქანა ოპო-„ჟურნალისტმაც“ კი გამიპიარა ნომრის გამო და მადლობა მას განსაკუთრებული!

ახლა მეორე, ის მერსედესი რუსული ნომრით მანდ რომ მივიდა, მაშინ მეც ხომ ვიჯდებოდი მისვლისას იმ მანქანაში, რომელიც პირდაპირ იმ ოპო-ახალგაზრდების შტაბის წინ ეყენა და ამასაც ეგრევე შეამჩნევდნენ მე რომ იმ მანქანაში ვმჯდარიყავი?!

და ბოლოს, ეს მანქურთები რომლებიც  რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ,  მისცეს სტრატეგიული ობიექტები და ბოლოს საკუთარ ბინასაც კი რუსებზე აქირავებდნენ, აი ეს ხალხი, კოლექტიური ნაც მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და  გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

მე ის პატარა გოგო- ბიჭები მეცოდებიან, რომლებიც ამ “ გამოჟონილ”, უსამშობლო ლიდერებს შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი და ზომბებად აქციეს, თორემ ბატონი გელაც მალე დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას და იმ მანქანასაც დაარეგისტრირებს საქართველოში, რადგან ყველა ნამდვილ ქართველს ეამაყება და სურვილი აქვს მშვიდობიან, ლამაზ, განვითარებულ საქართველოში იცხოვროს!” – წერს ირაკლი ზარქუა.