„ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც განხილული იყო სამთავრობო პროგრამით განსახორციელებელი პროექტების დეტალები.
„განვიხილეთ კონკრეტული მეგაპროექტების დეტალები, რომლებიც არის დაანონსებული და უნდა განხორციელდეს შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ვმუშაობთ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროექტებზე. მთელ რიგ შემთხვევებში საქმე უკვე ბოლომდე არის მიყვანილი და ძალიან მალე ანონსიც გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.