„სალომე ზურაბიშვილს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. შესაბამისად, ველოდებით იმ რამდენიმე დღის გასვლას, რის შემდეგაც ის დაასრულებს თავის ძალიან ცუდ მოღვაწეობას“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. შესაბამისად, ამას ხელს ვერავინ, მათ შორის, ვერც პრეზიდენტი ვერ შეუშლის.

„არ აღვიქვამთ, რომ საქართველოში პრეზიდენტი გვყავს, არამედ, ვიცით, რომ გვყავს პრეზიდენტად წოდებული უცხოური ძალის აგენტი, რომელიც ცდილობს ამ ქვეყანას ავნოს. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია ამის გაკეთება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ ნდობის ფაქტორითაც კი მას სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. შესაბამისად, ველოდებით იმ რამდენიმე დღის გასვლას, რის შემდეგაც ის დაასრულებს თავის ძალიან ცუდ მოღვაწეობას.

სალომე ზურაბიშვილს აგონია აქვს. ერთ დღეს შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ჰქონდა ხილვა და მას უნდა დაემორჩილოს ჯარი, მთავრობა და მან უნდა მართოს საქართველო. რა ვქნათ, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ამაზე? კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. წერტილი. დამთავრდა. ამას ხელს ვერავინ შეუშლის. როგორ გგონიათ, თუნდაც სხვა სახელმწიფოებში, არჩევნების მერე პარლამენტის პირველი სხდომისთვის ხელის შეშლა რომ შეეძლოს იქაურ ოპოზიციას, პრეზიდენტს და ა.შ., სადმე შედგებოდა პირველი სხდომა? ოპოზიცია ყოველთვის იტყვის, რომ არ ეთანხმება არჩევნებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა