“პუტჩს აანონსებენ ესენი. პუტჩია ჩვეულებრივი, ხომ გახსოვთ ეროვნული კონგრესი რომ შექმნეს, არჩევნები რომ ჩატარდა პარლამენტის და მერე პუტჩი რომ მოხდა. იგივე სქემაა, უნდათ, რომ შექმნან მეორე პოლიტიკური ცენტრი. გასაგებია, რომ აქვთ მხარდაჭერა, ფული და ვალდებულებები და შესაბამისად ცდილობენ ამას, თუმცა ახლა არა მგონია, რომ ეს გამოუვიდეთ”, – ასე უპასუხა გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ჟურნალისტის შეკითხვას პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების არ აღიარების, მისთვის უფლებამოსილების გაგრძელების მოთხოვნისა და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
„ახლა თვითონ ეს წმინდა ფაშიზმია, როგორც მაშინ იყო ისე ახლა და რა არის ფაშიზმის დამახასიათებელი თვისება – ისინი ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან იმის მიუხედავად რა შედეგები დადგება რეალურად საარჩევნო პროცესის შედეგად. გამორიცხულია, ფაშისტებს ვერ მოელაპარაკები. შეეცადო მართო ქვეყანა, მაშინ, როდესაც გყავს ასეთი ძალა ოპოზიციაში, ე.წ. ოპოზიციაში, თორემ არანაირი პოლიტიკური ოპოზიცია ეს არ არის, მე მათგან არავითარი პოლიტიკური, რაც რეალური პოლიტიკაა, არაფერი გამიგონია, გარდა იმისა, რომ იძახიან ხან რუსეთი, ხან ისა, რაღაც გეოპოლიტიკაზე არიან ძირითადად ორიენტირებული და ასრულებენ იმ დავალებებს, რომელიც მოსდით. მართო ამ ძალასთან ერთად იგივეა, რომ სახლში გყავდეს სკუნსი და ფრანგულ სუნამოებს ისხამდე, იმიტომ, რომ ის სკუნსი გამოაფრქვევს ბოლო ბოლო ჯირკვლებიდან, იმას, რაც აქვს და აგაქოთებს და აქედან გამომდინარე ეს შეუძლებელია. რაც არ უნდა საარჩევნო ბალეტი იცეკვოს „ოცნებამ“, როგორი პირუეტებიც არ უნდა აკეთოს და გედების ტბა იცეკვოს, მაინც გამოუცხადებენ, რომ არ არის ლეგიტიმური და მორჩა. რასაც ესენი აკეთებენ წმინდა წყლის პუტჩისტები არიან, წმინდა წყლის არაკონსტიტუციური გზით უნდათ გადაატრიალონ ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ეს გამოიწვევს უდიდეს უბედურებას, რომ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ ისეთს“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.