“სულით მახინჯი, ბოროტი, ღვარძლიანი, არაადამიანი, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი – აი, ეს არის კრებსითი რადიკალი ოპოზიციონერის სახე”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერი აქტივისტის – ეკა ელოშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. კერძოდ, ელოშვილმა დაწერა: “თუ როდის და როგორ დავაგორებ რატი იონათამიშვილს ვარაზის ხევზე, ამის შესახებ გეგმას გეტყვით ხვალ. ან შაბათს. არა, იმის იქეთ ხუთშაბათს”.
“სახელსა და გვარს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ერთ თარგზე მოჭრილი ნაძირალაა, ყველა უსამშობლო მანქურთია. თითოეული მათგანი დაუფიქრებლად გამოჰკრავს ხელს სასხლეტს და გაგვიხვრეტს შუბლს, ოდესმე ძალაუფლებასთან რომ მივუშვათ.
ვინმე ფიქრობს, რომ რაიმე ბრძოლა დასრულდა? არა. არათუ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება. საზოგადოება უნდა გაიწმინდოს მსგავსი ქილერებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს თუ გადავრჩით, ხვალ ვეღარ გადავრჩებით!” – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.