ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე კომპანიების გაფიცვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გაფიცვაც არის და გაფიცვაც, მაგრამ როცა ოპოზიციასთან ერთად, ამ გაფიცულთა ჩამონათვალში ვხედავთ ისეთ კომპანიებს, რომელთა მოგება, არსებული პოლიტიკური თავისუფლებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე გაიზარდა… მაგალითისთვის, „თიბისი ბანკის” მოგებამ პირველ 9 თვეში 894 777 539 ლარი შეადგინა, ხოლო „თეგეტა მოტორსის” მოგებამ – 57 569 000 ლარი 6 თვეში. ასეთ ვითარებაში, დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივდება“, – წერს ოთარ ანგურიძე.