“ჩემი აზრით, გამორიცხულია, რომ მათ მანდატები დატოვონ. ეს ხალხი ახლა ეძებს გამოსავალს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებას, მით უმეტეს, ყველა არ დაწერს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე საუბრისას.
„მეორე დღეა, როცა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს მათ ამომრჩეველს, – მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან – ვისაც ეტყვიან, – დატოვეთო [მანდატები], დატოვებენ, ვისაც ეტყვიან, – დარჩითო, დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს. მე მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ – თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და, ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ”, – განაცხადა მდინარაძემ.