საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში ხვალაც გაგრძელდება.
28 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ჯერ ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოისმენს, ხოლო შემდეგ მთავრობა დასამტკიცებლად სესიაზე გავა.