პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტში ოპოზიციის შესაძლო შესვლის საკითხს ეხმაურება.

„ნუ “დააბოლებ” და “დაუბოლებელი” იქნები” – სიების ჰეროიკულ ჩახსნაზე მოჩვენებით აჟიოტაჟს რომ ქმნიან, საუბარია საარჩევნო-პარტიული სიებიდან პარლამენტში ვერმოხვედრილთა ამოწერა-ჩახსნაზე.

დანარჩენი 61 “დამბოლებელი”, წვიმის მიუხედავად, ლილოს ბაზრობაზე გდია “პინჯაკ-ჰალსთუჰების” შესაძენად. მანამდე რატომ არ შეიძინეს, მზიან ამინდში? “ამაშია საქმე” © ვაჟა ზაზაევიჩი.

რა იცოდნენ, რომ მოხვდებოდნენ პარლამენტში – გაუმჭვირვალე მუქთა ფული ტყუილად რატომ დახარჯულიყო. ასე რომ, ის გახარებული და მაზალო არჩეული დეპუტატი არ დამიჩაგროთ, ფარჩაკებო. საკრედიტო ოფიცერს შეხვდა უკვე მშობლიურ “TBC-ში” – სამსახურიდან ხელფასის შესახებ ცნობაღა რჩება მისატანი. მაგრამ, არ იჩქაროო, ურჩიეს – იანვრიდან უფრო დიდი ოდენობა დაგიფიქსირდებაო.

სიები კი არ მოხსნეს, პარტიული ბალასტი გადაყარეს ნაგავსაყრელზე. შემდეგი სადგური “ელექტროდეპო” – არც მათ არ ასცდებათ, არა…“ – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.