საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე გერმანიის ელჩის – პიტერ ფიშერის განცხადებებს ეხმაურება.
“გერმანიის ოდიოზური ელჩის არადიპლომატიური და სამარცხვინო განცხადებები ყველაზე მეტად სწორედ გერმანიას აზიანებს. ერთ დროს ძლევამოსილ ევროპულ ქვეყანას ოდნავი სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა მაინც თუ შერჩა, თავად უნდა გაიწვიოს მავნებელი ფიშერი საქართველოდან”, – წერს შაქარიშვილი.