გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მთავრობის მეთაურის პოსტის დაკავებას ულოცავს.

“პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენი დანიშვნა.

სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.

იღბალსა და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში”, – აღნიშნულია მილოცვის ტექსტში, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის გვერდზე გამოქვეყნდა.