“თავიდანვე იყო ცნობილი ამათი პოლიტგადაკვარაჭინების შესახებ; ახლა, უბრალოდ, თავისი ენითვე დაადასტურეს”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის ღია ალიანსია და რომ სააკაშვილმა თავისი განცხადებით, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.

„დიახ, ცამდე მართალია ბ-ნი ირაკლი!
მართალი!
მაგრამ სხვანაირად ვერც იქნებოდა!
ვინაიდან სახარებისეულია: “არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს!”
ჰო, ზოგი იტყვის – შაითანებიაო (ეშმაკებიო)!
კი, არიან! ვინ თქვა, არ არიან, მაგრამ ისე არიან გაკოტრებულნი!
გინდ შაიტანეთ და გინდ – გამაიტანეთ, მაინც კოლექტიური ნატა ფერაძეები-სააკაშვილისანები არიან!“ – წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.