“ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა საპარლამენტო მანდატები. ისინი უარს ამბობენ თავიანთი ადგილების დაკავებაზე. მათ მომართეს მასიურად პარლამენტს და მოითხოვეს მანდატების დატოვება. ჩვენ დეკემბერში უნდა დაგვეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნები, მაგრამ კენჭისყრა გადავდეთ თებერვლამდე. იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდში მუშაობას დაიწყებენ და ამ ასამბლეაშიც მათთვის დატოვებულ ვაკანსიებს დაიკავებენ”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა PACE-ის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.

„ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ თავიანთი ადგილების დაკავებაზე, თუმცა უკვე მიიღეს და ჩაირიცხეს ის თანხები, რომლებიც მათ ამ მანდატებისთვის ეკუთვნოდათ – დაახლოებით ორი მილიონი. ჩვენ მხოლოდ დიალოგს ვითხოვთ, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არანაირი რეალური დებატი აქ არ არსებობს. ამ მხრივ სასიხარულო და იმედისმომცემი იყო ბატონი გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო!“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.