ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ პარტიის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ყალბი და მანიპულაციურია.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ასე უნდა ებრძოლო დეზინფორმაციას – წინმსწრები კონტრდატყმებით, ვიდრე დეზინფორმაციის ვირუსი საზოგადოებას და ქვეყანას ზიანს მიაყენებს.

„,სწორედ ასე უნდა ებრძოლო დეზინფორმაციას – წინმსწრები კონტრდატყმებით, ვიდრე დეზინფორმაციის ვირუსი საზოგადოებას და ქვეყანას ზიანს მიაყენებს.
თითქოსდა, ამაში სიახლე არაფერია – სტრატეგიული კომუნიკაციის (PR) ანბანია, მაგრამ ხშირად არ ხდება ხოლმე სწორი და დროული რეაგირება.
მე თუ მკითხავ, იქ სადაც ამის საფუძველია, სასამართლოში სარჩელმაც არ უნდა დააყოვნოს“,-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.