„საქართველოში აშშ-ს საელჩოს ჩლუნგი ულტრა მემარცხენე ადგილობრივი ანალიტიკოსი-მრჩევლები თუ ჰყავდა, ზღაპარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ვერავინ – ფსევდოლიბერალებმა ისეთ შეცდომაში ჩააყენეს ამერიკის დიპლომატიური სამსახური, რომ მასზე ისეთი შეტევა მიმდინარეობს “ფეისბუქში” რომ ოკუპანტ რუსეთსც შეშურდება“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ს ელჩის მიმართ განხორციელებულ შეტევაზე, რომელიც მასსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის გამართულ შეხვედრას მოჰყვა.
“საკითხი ეხება დროებითად, ინსტრუქციებით აზრზე მოსული, დიპლომატი თოჯინის, რობინ დანიგანის ჩვენს პირველ დიპლომატთან, მაკა ბოჭორიშვილთან დღევანდელ შეხვედრას.
არ ვარ საჯარო პირი და ნებისმიერ ანტიქართველ უცხოელ აქტორს არ გავუტარებ ჩემი ქვეყნის მტრობას და მერე აფერისტობას!
დიახ, საქართველოს ინდივიდუალური მჭიდრო პარტნიორობა ყველა ჩვენს პატივისმცემელ სახელმწიფოებთან გაგრძელდება იმ ფონის მიუხედავად, როცა დუჟმორეული გლობალისტები ხავიან”, – წერს გია აბაშიძე.