პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
“როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ნარკოტიკებთან, ნარკომოვაჭრეებთან, ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლაა, ამ დროს, არაერთი “ნაცური” ტელევიზიის მიერ სპეკულაციები მიმდინარეობს, მათ შორის, მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით და, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამყიდველებზე ძალიან შესტკივათ გული. მაშინ, როდესაც უმრავლესობის ლიდერმა შესაბამის ბრიფინგზე პირდაპირ განაცხადა, რომ ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ პასუხისმგებლობები მკაცრდება, მიმდინარეობს ბინძური პროვოკაციები და ძალიან ბინძურად, ამორალურად იყენებენ ამ საკითხს”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.