“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს”, – წერს ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე.
“პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა უწყებების სპეციალური ტექნიკა. გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა ხორციელდება როგორც ცენტრალურ, ისე შიდა საუბნო გზებზე. საჭიროების მიხედვით, სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურები.
ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას “ენერგო პრო ჯორჯია” უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს.
შპს “ხელვაჩაურის წყლის” საავარიო ბრიგადები დროულად უზრუნველყოფენ დაზიანებული მილების შეკეთებას.
ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში პრობლემა არ შეინიშნება და მოსახლეობა სრულად არის უზრუნველყოფილი გაზის მიწოდებით”, – წერს ზაზა დიასამიძე “ფეისბუკის” გვერდზე.