„ეტყობა, ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ჯერ არ მიუღია დავალება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება მიელოცა“

80

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან თავის შეკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილს ჯერ არ მიუღია “პატრონებისგან” დავალება, რომ ალიევს მიულოცოს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას გარედან ნიშანს მისცემენ, საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში “ფეხით ჩავა” მისალოცად.

“ეტყობა, ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ჯერ არ მიუღია დავალება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება მიელოცა!
როგორც კი მისცემენ გარედან ნიშანს, იმ წამში ფეხით ჩავა ბაქოში ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი!
ამიტომაც, მომავლის სასკოლო სახელმძღვანელოებში მკაფიოდ უნდა დაიწეროს, როგორი არ უნდა იყოს საერთოდ არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი!
მაგალითი? –
აი, ეს კონსტიტუციის დამრღვევი, უსამშობლო, პრეზიდენტად წოდებული არსება!!!” – წერს გვენეტაძე.