„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან თავის შეკავებას გამოეხმაურა.

“ლუდოვიკოს ციცამ” ერთხელ რომ დაიწუწუნა, – უცხოელი სტუმრები ჩემთან რატომ არ მართავენ შეხვედრებს, მთავრობა არ მითვალისწინებსო, ხომ გახსოვთ? ჰოდა, ალბათ, დაბოღმილ გულზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელი ქვეყნის ლიდერს გაპრეზიდენტება არც კი მიულოცა, – მაინც არავინ არაფრად მაგდებს და მე რატომღა ვიაქტიუროო… იმედია, პირადი იდიოტიზმის მორიგი გამოვლინებაა და მეტი არაფერი…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.