„ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, ახალგაზრდების იმ უდიდეს ნაწილს, სეგმენტს, რომელიც არ ჩანს ლიბერალიზმის მხარეს, არის ჩუმად, მაგრამ ძალიან ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, ახალგაზრდების იმ უდიდეს ნაწილს უფრო მოაზროვნე, ეროვნული, მორწმუნე, ეკლესიური, დამჯდარი პიროვნებები არიან, რომლებიც არ ხმაურობენ.

„არ ეგონოს საქართველოს მოსახლეობას, ამომრჩეველს, რომ მოპროტესტე ახალგაზრდობის სეგმენტი არის ძალიან დიდი. არ არის ძალიან დიდი. ამ ასაკობრივ სეგმენტში ძალიან დიდი ნაწილია, რომელიც არ მიდის მათკენ.

საბედნიეროდ, ეკლესიამ და დიახ, სწორედ „ქართული ოცნების“ პატრიოტულმა იდეოლოგიამ გააკეთა ეს საქმე, რაშიც ჩვენც „ხალხის ძალაც“ წავეხმარეთ. ძირითადად ეს ახალგაზრდები ეკლესიის წიაღში არიან. გავიაროთ შაბათ-კვირას ეკლესიებში, ვნახავთ რა რაოდენობის ახალგაზრდა დგას წირვა-ლოცვაზე.

მათ შეიძლება, ახალგაზრდობის 10%-ი წაიყვანონ, ის ახალგაზრდები, რომლებიც ხმაურობენ და უფრო მეტად ხმაურით ჩანან.

მაგრამ უდიდესი ნაწილი არ ხმაურობს, უფრო მოაზროვნე, ეროვნული, მორწმუნე, ეკლესიური, დამჯდარი პიროვნებები არიან – ისინი არ ხმაურობენ, მაგრამ  საკუთარ სიტყვას ამბობენ საარჩევნო ყუთთან. ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, ახალგაზრდების იმ უდიდეს ნაწილს, სეგმენტს, რომლებიც არ ჩანან ლიბერალიზმის მხარეს, არიან ჩუმად, მაგრამ ძალიან ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.