ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ „X-ში“ ორგანიზაცია „Numbeo.com-ის“ მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.
„საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული “ნაცსექტის” ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა “საშიშია” და პოლიცია “არ მუშაობს”, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა.
სოციალურ ქსელ “X-ში”, ორგანიზაცია “Numbeo.com-ის” მონაცემებზე დაყრდნობით, გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.
საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.
📌World of Statistics: Georgia one of safest countries for tourists to walk alone during night
https://info.imedi.ge/…/world-of-statistics-georgia-one-of…“ – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.