“გაეშვით ამ არითმეტიკას, – ზუსტი მეცნიერებაა, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ისევ “მარშალის გეგმებსა” და სხვა სიურეალისტურ სიგიჟეებს მიაწექით”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ლელოს“ შესახებ.

„ჰოლივუდი ახალი “თრეშ-კომედიის” გადაღებას აპირებს პარტია “ლელოზე”, სახელწოდებით – “Dumb and Dumbers”…
მაინც არ ეპუებიან საკუთარ იდიოტიზმს. ახლა შეცვალეს დაპირება და ოთხ წელიწადში 200-ლარიანი მატებით შევძლებთ, პენსია 1000 ლარი გავხადოთო…
ანუ, ახლა თუ 70 წელზე 415 ლარია პენსია, ოთხ წელიწადში 1215 ლარი გამოდის.
ანუ, ესეც ვერ დათვალეს და ამ მარტივ არითმეტიკაშიც მოცურდნენ საცოდავები…
ბოლო-ბოლო, ლაყბობა და იდიოტიზმის აგიტაცია თვლადი მაინც არ არის. ვინ უფრო მეტი მასშტაბით სულელი გამოჩნდებით, ვერავინ გაიგებს…“ – აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.