ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანია “British Airways-ის” ციფრული ჟურნალი “High Life” საქართველოს გასტრო-ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ქართული სამზარეულოს 6 მიმზიდველი კერძი“ – ამ სათაურით გამოცემის მწერალი რებეკა ნეილორი აღწერს, თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში.

“თოვლით დაფარული მწვერვალები, ციხე-კოშკები, შავი ზღვის სანაპიროები… საქართველოში წასასვლელად უთვალავი მიზეზი არსებობს. დაუვიწყარი კერძები, რომელთა ინსპირაცია აღმოსავლეთმა და დასავლეთმა მოახდინა, – ანუ ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით თქვენი მომავალი მოგზაურობისთვის,“ – წერს რებეკა ნეილორი.

“British Airways-ის” ციფრული ჟურნალის მწერალი დეტალურად აღწერს, თუ რა ინგრედიენტებით მზადდება შემდეგი ქართული კერძები: ხაჭაპური, ხინკალი, ნიგვზით, ხახვით, ხმელი სუნელებით შეკმაზული ლობიო, ფხალი, ხარჩო და ჩურჩხელა.

გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია “British Airways-ი” საქართველოში ფრენებს 30 მარტიდან იწყებს.
“ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები კვირაში ოთხჯერ შესრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.