„პრეზიდენტის მიერ ალიევისთვის გაგზავნილი მისალოცი წერილი, პასუხებზე მეტად, კითხვებს აჩენს. როგორც ჩანს, ზურაბიშვილი წერილის გაგზავნას პროტესტის ნიშნად არ აპირებდა, მაგრამ, საზოგადოებრივი ზეწოლისა და კრიტიკის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
„ჯიუტი ბავშვის პოზიციიდან პოლიტიკოსად გარდაისახა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 10 თებერვალს წერილის გაგზავნას უარყოფდნენ, მიზეზად კი აზერბაიჯანის ცესკო-ს ოფიციალური შედეგის გამოუქვეყნებლობას ასახელებდნენ.
„აზერბაიჯანის ცესკო-მ გამოაქვეყნა უკვე ოფიციალური მონაცემები? წინასწარი დათვლის შედეგები რომ იყო და ოფიციალური თუ არის, ჩამიგდეთ, აბა“, – პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ეს სატელეფონო კომენტარი “POSTV-მ” 10 თებერვალს ჩაწერა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული, 9 თებერვლით თარიღდება.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ჩაგვაყენა უხერხულ მდგომარეობაში, სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა; წერილი კი, რომელიც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს 12 იანვარს გაუგზავნა, იყო არა პროტოკოლის დაცვა და დიპლომატიური ჟესტი, არამედ ზეწოლის შედეგად, მოვალეობის მოხდის მიზნით გადადგმული ნაბიჯი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.