საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტრენინგებს აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადამზადების კურსი – „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ თბილისში, ამბროლაურში, გორში, თელავში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში მიმდინარეობს.

ტრენინგებში სასტუმროებისა და კვების ობიექტების 220 თანამშრომელი მონაწილეობს.

სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:

1. GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP (ჰიგიენის პრაქტიკა);

2. წერილობითი პროცედურების (სტანდარტული ოპერირების პროცედურები) და სამუშაო ფორმების შემუშავება;

3. პერსონალის სავალდებულო სწავლებების პოლიტიკა;

4. სურსათის უვნებლობის პრინციპები, ჰიგიენა;

5. HACCP სისტემის მიმოხილვა, მოსამზადებელი და დანერგვის ეტაპები;

6. ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები;

7. მომხმარებლის ინფორმირებულობა, პრეტენზიების მართვა და სხვა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.