„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით ჩეხეთის საპარლამენტო კომიტეტის რეზოლუციას ესმაურება.
„ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანომ, და ამან, მინიმუმ, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. და აბსურდული პასუხი თქვა ელჩმა, – მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო.
აბა, ვინ არის? რას წარმოადგენს ჩეხეთის ელჩი?! თუ სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა, რას წარმოადგენს?! ასეთ აბსურდულ პასუხს რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, აი ეს არის მტკიცებულება. ზუსტად ასე მუშაობს “დიფ სთეითი”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.