ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდანმზის შუქზე გამოტანა,” – ასე გამოეხმაურახალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილიმიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში სოზარ სუბარის ხსენებას.

ქართველიშვილის თქმით, სააკაშვილი ვერ პატიობს სოზარ სუბარს მის ობიექტურ და შეუვალპოზიციებს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით.

დღეს თავი შეგვახსენა პოლიტიკური კომიდან გამოსულმა უკრაინის მოქალაქემ და ნაცებისპირველმა პრეზიდენტმასოზარ სუბარს მიმართავს, რათა მანხალხი ცოტა ჭკუაზემოიყვანოს და გააგებინოს, რომ მასთან მიმართებით მაგრად მიქარავენ“.

გასაგებია მისი მიმართვის ადრესატი და სარკაზმის მცდელობასოზარ სუბარისთვის ვერუპატიებია მისი მტკიცე და ეროვნული პოზიცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმართ, რაზეც მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, დიდი ალბათობითსააკაშვილს მოუწევს ახალ მსჯავრთან შეგუება. ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილისბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანისსაქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა.

რა თქმა უნდა, აგენტოკრატების დავალებით, ვერ გამოტოვებდა ხელსაყრელ მომენტსგლობალური ომის პარტიისლაქიამარიონეტების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმულსაკანონმდებლო ნაბიჯებს. და რაც მთავარია, ვერ პატიობს სოზარ სუბარს ხალხის ძალისსახელით გამოთქმულ მტკიცე განზრახვასმომავალი მოწვევის პარლამენტში მისიკრიმინალური ბანდის წინააღმდეგ პოლიტიკური სასამართლოს დაიინიცირებისაუცილებლობის თაობაზე.

სხვათა შორის, მიმდინარეობს ამ უსამშობლო უცხოელის აქტიური მზადება მისთვის უცხოქვეყნის არჩევნებში მონაწილეობისა და მასში გაპრემიერების კუთხით. ამიტომ შევახსენებსაქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრის გაჟღერებულ შემოთავაზებას: ნებისმიერიქვეყნიდან შეუძლიათ ჩამოუყვანონ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტირის ხარჯებსაც, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს,“ –  წერს ქართველიშვილი.