24-25 მარტს, თბილისი არენაზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, პარა ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

“საქართველოს პარა ძიუდოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

-70 კგ – ზურაბ ზურაბიანი (J2)

-70 კგ – გიორგი ქალდანი (J2)

-70 კგ – ქეთევან გილიგაშვილი (J2)

-81 კგ – ბაჩუკი შელია (J2)

-95 კგ – ლაშა ყიზილაშვილი (J2)

-95 კგ – ზვიად გოგოჭური (J2)

+95 კგ – რევაზ ჩიკოიძე (J2)

-70 კგ – გოგიტა ტერუნაშვილი (J1)

-81 კგ – საბა ბაღდავაძე (J1)

-81 კგ – მიშიკო შიობრიშვილი (J1)

-95 კგ – რამინ ყიფშიძე (J1)

-95 კგ – გიორგი ბერიძე (J1).

აღსანიშნავია, რომ თბილისი საერთაშორისო ტურნირს პარა ძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას უსინათლო და მცირემხედველი პარა ათლეტები იღებენ, წელს მეორედ მასპინძლობს და იგი, პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ, პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია.

ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები არიან: უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (IBSA), ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია (GJF).

დასწრება თავისუფალია. ლაივსტრიმის ნახვა პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი”, – აღნიშნულია “Georgian Paralympic Committee-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.