შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ, განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მის ოჯახს პარტნიორებიდან არავინ დახმარებია.

„ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ ამაღლობელ მზიას გულშემატკივრობს ციხეში და “პერედაჩებს” უგზავნის და მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდოა ის კაცი და მიხედეთო“, – აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ.

ცნობისთვის: “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს.