„დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლების რაოდენობასთან დაკავშირებით. შეზღუდვა 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება“, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აიკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის საკუთრებაში ყოლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს, ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს.