თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის – კახა კალაძის მიერ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დაანონსებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გმირთა მოედანთან, “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღებასა და სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას ეხება.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.

„დასრულდა მუშაობა იმ კომპანიებთან, რომელთაც ეკუთვნით ბენზინგასამართი სადგურები “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული. ტრანსპორტის სამსახური უკვე ამუშავებს მოძრაობის ახალ სქემას აღნიშნული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტყემალაძემ.