„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭირვალედ და მაღალკონკურენტუნარიან გარემოში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს შესაძლებლოაბ ექნებათ, საქართველოში არჩევნებს დააკვირდნენ.

„გარდა განცხადებებისა, გვქონდა ვალდებულებაც 9 პუნქტის შესაბამისად, რომ საქართველოს ხელისუფლება მოიწვევდა ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს არჩევნებს დააკვირდნენ, რადგან ეს არის ჩვენი მთავრობის ინტერესი, რომ იყოს მაქსიმალურად გამორჩეული არჩევნები“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მთავრობა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს წერილი უკვე გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.