კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი სოფელ კაჭრეთში გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ.

პროექტის მიხედვით, სოფელ კაჭრეთის შესასვლელში 1 კმ-მდე გზის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი და ეწყობა შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ამ დროისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით 10 პროექტი ხორციელდება.