„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ  საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე სან-ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

„აშშ-საქართველოს ურთიერთობების “გადატვირთვისკენ” გადადგმული მორიგი სერიოზული, პრაქტიკული ხასიათის ნაბიჯი. ჩვენი მხრიდან კი ამის აღნიშვნა მორიგი ჟესტია იმისა, რომ აქ არავინ და არავის მიმართ ჩასაფრებული და მიკერძოებული არაა. “დიფ სთეითის” ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“, – წერს დავით ქართველიშვილი.