“სახეცვლილი “დიფ სთეითის” ფონზე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის გულდასმითი შეფასება აშშ-თან ახალ ურთიერთობაზე – სიფრთხილე და სუვერენიტეტის დაცვა კვლავაც აქტუალურია”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
“საქართველოს მმართველი გუნდისა და საზოგადოების უმრავლესობის ერთიანობით, ჩვენმა გარე არაკეთილმოსურნეებმა ვერაფერი დაგვაკლეს, – უფრო გავძლიერდით, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება. “დიფ სთეითს” დასავლურ სისტემაში ღრმა ფესვები აქვს გადგმული და საქართველოში უსამშობლოთა კლასტერს ასულდგმულებს. ცხადია, დაუფარავი შეტევები, გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, სხვაგვარ არხებში გადაინაცვლებს, რადგან ჩვენდამი გეოპოლიტიკური ცხოველი ინტერესი არსად გამქრალა. მით უმეტეს, რომ საქართველო იძენს მზარდ როლს ფართო რეგიონში.
როგორც ბრიტანეთის მე-19 საუკუნის სახელმწიფო მოღვაწემ, ლორდ პალმერსტონმა აღნიშნა, მუდმივი მტრები და მოკავშირეები არ არსებობენ, ინტერესები კი ყველას მუდმივი აქვს. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს პრინციპულად და ფაქიზად იცავს “ქართული ოცნება” და ასეც გაგრძელდება ჩვენი ხალხის დაკვეთით“, – წერს გია აბაშიძე.