გიორგი გამსახურდია სიციალურ ქსელში ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც ბურჭულაძე აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც რუსი ბანი და მისთვის დიდი პატივია, რომ რუსული სკოლის წარმომადგენელია.
“აი, ეს ცეკა/ტეკას კალთაში გამოზრდილი, თხემიდან ტერფამდე მართლა რუსი ვინმეს რუსს და რუსეთუმეს რომ დაუძახებს… ამაზე ამორალური კაცი არ დადის დედამიწაზე! რა უნდა ამას, საერთოდ, 9 აპრილს რუსთაველზე?! მავზოლეუმთან უნდა ეგდოს, ან “პაკლონნაია გარაზე”. ვერ მოვიცილეთ ეს შავი ჭირი, ეს მანქურთები ქვეყანამ”, – წერს გიორგი გამსახურდია.