ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე რადიკალების რეაქციებს ეხმაურება.
„უსამშობლოები ვითომ ამუნათებენ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით მან “უცხოური ძალა” ახსენა. დიახ, 36 წლის წინ და ახლაც, სხვადასხვა დროშით, საქართველოს გაშმაგებით ებრძვის სხვადასხვა უცხო ძალა, მაგრამ მათ გარანტირებული ფიასკო ელით.
ვერც ტანკებით, ვერც შავბნელი ფულით, ვერც ე.წ. სანქციებითა და ვერც ე.წ. რეზოლუციებით, თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერს ვერცერთი დამპყრობელი გარე ძალა ვერ გატეხავს.
სხვადასხვა ვალუტის მადიდებელი მარგინალი ნაცავაზაკები და მათი ნეოკოლონიალისტი მპყრობლები ვერაფერს დააკლებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მის მშვიდობიან გამთლიანებასა და განვითარებას.
ჩვენი სამშობლოსთვის თავგანწირულ მამულიშვილთა ხსოვნა უკვდავია! ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!“ – წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.