ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას გამოეხმაურა.

„როცა დროებით საპარლამენტო კომისიაზე, აგვისტოს ომის შესახებ, ბიზნეს წართმეულებზე თუ ნაწამებ-მოკლულ ადამიანებზე შემაძრწუნებელ ინფორმაციებს ისმენ, ერთი აზრი გიჩნდება – რა და რამდენ საშინელებას აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი. მერე ფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებმა. თუმცა, იმის გააზრებაც აუცილებელია, რომ ვინც ამ საშინელებებს სჩადიოდა, ხომ არის დამნაშავე, მაგრამ ისინი, ვინც თუნდაც ახლა გაიგო ამ ყველაფრის შესახებ და მაინც ამ ბოროტების მხარდამჭერი და მომხრეა, ის მათი გამმართლებელი და ხელშემწყობია, და თუ საშუალება მიეცემათ, იმავეს – თუ უარესს არა – ახლაც ჩაიდენდნენ”, – წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.