„ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანას შორის კონფლიქტებიც არსებობს. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს ჩვენს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას.

“ამიტომ ჩვენ გვაქვს სამშვიდობო ხედვა რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, ამავე დროს, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა წინ. თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა, 2021 წლიდან მოყოლებული, 9.4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ ყურადღების კონცენტრირებას. ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელ რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.