“ვფიქრობ, საერთოდ, განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფოიერვერკია”, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულსა და 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

„ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი (მადლობა ღმერთს, მცირე ნაწილი, მაგრამ…) შეიძლება, ბრბოდ გადააქციო თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე – ეს განათლების სისტემის ჩავარდნაა. როცა პრიმიტივიზმის დონეზე შეიძლება, ადამიანს დააზეპირებინო, რომ შენთვის გაკეთებული კანონი… შენ რომ არ გაგძარცვონ… „ფარას“ რასაც ვეძახით, იმ კანონს დაარქვა „რუსული“ და დაგაზეპირებინონ პრიმიტიული ფრაზა „რუსული კანონი“, რუსული ოლიგარქია და ეს ქუჩაში იძახო ერთი დღე, ორი დღე, ერთი თვე, ორი თვე, ეს ტრაგედიაა და ნამდვილად ძალიან განვიცდი ამას. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ მივიღეთ მონოპოლიები განათლების სისტემაში და სპეკულაციურად მაღალი ფასები“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.