ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება.  ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “კვირა”  ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად დანიშნოს.

საინფორმაციო სააგენტო “კვირასთვის”, ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან ინფორმირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კონსულტაციები უკვე დასრულებულია და შემდეგ კვირაში ბესელიას წარდგენა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია წლების წინ სკანდალში სწორედ შეწყალების კომისიის მუშაობის პერიოდში გაეხვა. მას სხვადასდვა პოლიტიკოსები არაკეთილსინდისიერ ქმედებებში ადანაშაულებდნენ.