თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
„სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საუბარია 26 000-მდე კვ.მ-ზე.
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან ასობით ფარეხის დემონტაჟი ხორციელდება. ამ მოწესრიგებულ, განახლებულ სივრცეებს გამოიყენებთ ისევ თქვენ და თქვენი შვილები, იქ მცხოვრები ოჯახები. ხდება უსახური ფარეხების დემონტაჟი. ისინი გამოუყენებელი იყო, იკავებდა დიდ ტერიტორიებს და ვიზუალურად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
სამუშაოების მნიშვნელოვანი კომპონენტი გამწვანებაა – ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მოეწყობა სარწყავი სისტემები. გათვალისწინებულია ატრაქციონების მოწყობა პატარებისთვის, გაკეთდება სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, გარე განათება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ცნობით, პროექტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.