პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„ევროპას თავის კონტინენტზე არ აქვს მარტივი სიტუაცია. რაც მათ გუშინ განაცხადეს, – რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივება ხდება, არ არის მხოლოდ იმ მიზნით გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენნაირი ქვეყნები მართონ თავიანთ ჭკუაზე, თუმცა ეს ერთ-ერთი საკითხია. მეორე საკითხია, რომ ევროკავშირი, ალბათ, უკან იხევს და ცდილობს, ჩაიკეტოს იმ საზღვრებში, რაშიც იყო რამდენიმე წლის წინ, იმიტომ, რომ მას გაფართოება ამ წუთას არ უნდა.
მათ განცხადებაში მოყვანილი იყო მოლდოვა, უკრაინა და ბალკანეთის ქვეყნები, – იქ მარტო საქართველოზე არ იყო საუბარი. უკრაინაც კი ახსენეს და უკრაინის საკითხის ასე ხსენება მარტივი არ არის, ქვეტექსტში სხვა მესიჯები იკითხებოდა.
აქედან გამომდინარე, ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მისი გადარჩენა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება”, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.