“ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა გააკეთა საინტერესო კვლევა და აჩვენა, რომ სანქციების დაწესებით რუსეთი იმდენად არ დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო: იქნებოდა ეკონომიკის 10%-იანი ვარდნა”, – განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ “ლელოს” იმ დაპირებებზე კომენტირებისას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და, პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს.

“თუ იქნება 10%-იანი ვარდნა, ჩვენ გვექნება ბიუჯეტის კლება, ანუ ნებისმიერი დაპირება, პენსიების თუ სხვა გასაცემლების ზრდის, სანქციების დაწესების პირობებში, არის შეუსრულებელი. სანქციების შემომღები ქვეყნები თვითონვე უვლიან გვერდს სანქციებს, თვითონ არღვევენ სანქციებს და რუსეთში აგრძელებენ ბიზნესს თავიანთი ეროვნული ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, და ჩვენ ჩვენსავე საზიანოდ რატომ უნდა ვიმოქმედოთ?” – აღნიშნა ლადო პაპავამ.