საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე ლაპარაკობს.

„თითქოს, ფაქტს ვერ გაურბიან, მაგრამ ძალიან მსუბუქად აფასებენ. ეს არის ის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებასა და სასტიკ დანაშაულებს შეცდომებს უწოდებენ. რა თქმა უნდა, ამით საზოგადოებას ვერ შეუქმნიან ვერანაირ განსხვავებულ წარმოდგენას. ამ ხალხზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.