„ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა პარტია “ლელოს” დაპირებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“რადიკალიზმითა და აგრესიული რიტორიკით გამორჩეულმა „ლელომ“ კიდევ იმით გამოიჩინა თავი, რომ ტყუილებისა და ცრუ დაპირებების კორიანტელი დააყენა. ერთ-ერთი გამორჩეული ტყუილია ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდებიან საზოგადოებას.

ამავე დროს, ასევე გაცხადებული პოზიცია აქვთ, რომ, თუკი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, რუსეთს სანქციებს დაუწესებენ და მასთან ეკონომიკურ ურთიერთობებს შეწყვეტენ.

“ლელო” ვალდებულია, მისი წარმომადგენლები გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან, ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ; როგორ შეიძლება, ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.